სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა />


  12:13:09     18-01-2017

სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

a61351.jpg

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელ ვახტანგ ყიფშიძეს ექვსი წლით თავისუფალების აღკვეთა მიუსაჯა.

ყიფშიძე დამნაშავედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში სცნეს.

დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ვახტანგ ყიფშიძემ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2008 წლის მარტში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 1 297 800 ლარის ღირებულების 28 840 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებზე თაღლითურად მიიღეს საკუთრების უფლება..

თავისუფლების აღკვეთის გარდა, ყიფშიძეს დაეკისრა ჯარიმა  20 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების 3 წლის ვადით.

0

ავტორი: