10:16:32     12-04-2011
ორაგული კარტოფილით და ზეთისხილით
მასალა: 1 კგ. კარტოფილი, 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 თავი დაჭრილი ხახვი, 3 სუფრის კოვზი დაჭრილი ზეთისხილი, კურკების გარეშე. 2 სუფრის კოვზი არომატული ძმარი, 1 კგ. ორაგულის ფილე, კანის გარეშე, სამი სუფრის კოვზი დაჭრილი რეჰანი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
გათლილი კარტოფილი ჩავყაროთ მარილიან წყალში, ავადუღოთ და ვხარშოთ დაახლოებით 15 წუთი, ვიდრე თითქმის მთლიანად მზად არ იქნება. გადავღვაროთ წყალი და კარტოფილი ცივი წყლით გავრეცხოთ, ხოლო შემდეგ დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად და დავტოვოთ. ქურა გავახუროთ 200 ცელსიუს გრადუსამდე, დიდ ტაფაში მოვათავსოთ 4 სუფრის კოვზი ცხიმი. მოვხრაკოთ ხახვი და შემდეგ დავამატოთ ზეთისხილი, ძმარი და სუნელები გემოვნებით. მალევე ჩავამატოთ კარტოფილი და მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გადავიტანოთ კარტოფილი ფორმაში, ზემოდან მოვათავსოთ ორაგულის ფილე, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავასხათ დარჩენილი ზეთი და ჩავაყაროთ რეჰანი. ქურაში გავაჩეროთ 15 წუთი. მომზადებული კერძი შეგვიძლია ცოცხალი მწვანილით გავაფორმოთ.
0