“გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების და არა რიტუალური მკვლელობის მიზნით" “გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების და არა რიტუალური მკვლელობის მიზნით" /> "/> " />


  13:14:55     17-01-2017

“გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების და არა რიტუალური მკვლელობის მიზნით"

a61308.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო მეგობრებთან ერთად დედის ელექტროშოკით გაგუდვის, დანაწევრებასა და დაწვაში ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის და მისი მეგობრის ბექა შენგელიას წინასასამართლო სხდომა.

ipress.ge-ს ინფორმაციით, სასამართლოზე ირმა ყოჩიაშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს წაყენებულ ბრალდებაში, ხოლო ბექა შენგელიამ განმარტა, რომ ის თავს დამნაშავე ნაწილობრივ გრძნობს.

“ცოცხალი ადამიანის სხეულის გამოყენების მიზნით არ მომხდარა მისი მოკვლა. დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რიტუალური მკვლელობის მიზნით.

ნაწილობრივ ვცნობ თავს დამნაშავედ და არ ვეთანხმები მე-3 ნაწილს”, – განაცხადა ბექა შენგელიამ სასამართლო პროცესზე.

4 ნოემბერს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა დედა მეგობრებთან ერთად ელექტროშოკით გაგუდა, დაანაწევრა და დაწვა.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. – ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა.

სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილ ლუბა ყ.-ს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი – ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0

ავტორი: