სალათა “პარადისი” სალათა “პარადისი” />


  10:15:31     12-04-2011

სალათა “პარადისი”

a4871.jpg

მასალა: მწიფე პომიდორი – 4 ცალი, მცირე რაოდენობით მოხარშული მწვანე ლობიო, ოხრახუში – რამდენიმე ღერო, მოხარშული კვერცხის გული – 2 ცალი, არაჟანი ან ნაღები – ნახევარი ჩაის ჭიქა, ღვინის ძმარი – 2 სუფრის კოვზი, მდოგვი – 2 სუფრის კოვზი, ზეითუნის ზეთი – 4 სუფრის კოვზი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

 

პომიდორს მოვაშოროთ კანი და დავჭრათ. მწვანე ლობიო მოვხარშოთ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ. თხლად დავჭრათ კვერცხის გულები. არაჟანს ან ნაღებს დავამატოთ ძმარი, მდოგვი, ზეთი, მარილი და პილპილი. დავდგათ ცეცხლზე და ვურიოთ გასქელებამდე. შემდეგ გავაციოთ. სალათის ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ და დავასხათ სოუსი.

0

ავტორი: