14:12:58     12-01-2017
კრიმინალური საქართველო - რატომ არ ავრცელებს შსს პრეზიდენტის სიძის დაჭრის დეტალებს?
შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის სიძე. მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი, მიხეილ თათარაშვილი გუშინ, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. ჩაცხრილულია მანქანები, ამოღებულია რამდენიმე მასრა...
ტელეკომპანიები: „იმედი“ და „პირველი“ იუწყებიან რომ დაჭრას წინ უძღოდა გარჩევა მეგობრებს შორის.
კერძოდ: ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მინდია გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა. ამავე ტელეკომპანიის ცნობითვე, მანვე დაჭრა მიხეილ თათარაშვილიც.
მიუხედავად საზოგადოების მომეტებული ინტერესისა, შს სამინისტრო თავს იკავებს მომხდარის დეტალების გავრცელებისაგან. ეს მაშინ, როდესაც თუნდაც ბოლო დღეებში, კრიმინალმა ლამის წალეკა ქვეყანა.
მაგალითად:
რამდენიმე დღის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორს.
გუშინ პრეზიდენტის სიძე დაჭრეს,
გუშინ ღამით, ასევე დაჭრეს პოლიციელი.
დღეს დილით კი, გლდანში სუპერმარკეტი დააყაჩარეს.
აღარაფერს ვამბობთ ბანკის დაყაჩაღებულ ფილიალებზე.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ბოლო დღეებში მომხდარი მძიმე დანაშაულობებისა.
თუმცა, შს მინისტრი მღებრიშვილი საპარლამენტო განხილვებისას სრული სერიოზულობით ირწმუნებოდა რომ ქვეყანაში კრიმინალი შემცირდა.
არადა, აშკარაა ბნელ და კრიმინალურ 90-იანებში დაბრუნების სამწუხარო და სახიფათო ტენდენცია.
0