01:25:40     12-01-2017
სასწრაფოდ: დაჭრილია პოლიციის თანამშრომელი
გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. მას დაზიანებები დანით აქვს მიყენებული. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს.
ადგილზე ამ წუთებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება, თბილისის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
0