23:16:46     11-01-2017
საბურთალოზე პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
მინდია გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.
0