12:29:12     11-01-2017
"ქართული ლეგიონის" მეთაური: "ლუგანსკზე კიევის კონტროლი 2017 წელს აღდგება"
უკრაინის შეიარაღებული ძალების "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წელს ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კიევის კონტროლი აღდგება.
მამულაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ 2016 წლის თებერვალში მისმა მებრძოლებმა შეძლებს დანაკარგის გარეშე გადაეწიათ ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სასაზღვრო ხაზი ორი კილომეტრით. სპეცოპერაციას "სოხუმი" ეწოდებოდა.
13 დეკემბერს ქართული ბატალიონის მებრძოლები ამბობდნენ, რომ ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედროებმა ერთ-ერთ სოფელში უხილავი და უხმო იარაღი გამოიყენეს. როგორც მებრძოლებმა ჟურნალისტებს უთხრეს ეს იარაღი ძალიან აზიანებს სამართალდამცველებს.
შეგახსენებთ, შეიარაღებული კონფლიქტი დონბასში 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
0