“მუსიკალური ოლიმპი” კარნეგი-ჰოლში “მუსიკალური ოლიმპი” კარნეგი-ჰოლში />


  10:49:39     11-04-2011

“მუსიკალური ოლიმპი” კარნეგი-ჰოლში

a4845.jpg

ახალგაზრდულ ფესტივალ “მუსიკალური ოლიმპის” პრეზენტაცია ნიუ-იორკში, კარნეგი-ჰოლში გაიმართა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სცენაზე მაყურებელს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების მონაწილეები, ამომავალი ვარსკვლავები წარუდგნენ.

 

მონაწილეთა შორის იყვნენ: ეტო სოლენ პაიდასი (საფრანგეთი, ვიოლინო), სლოვენიური დუეტი – სიმონ კლავჟარი და ეჟე ბოგოლინი, პოლინა პასტირჩაკი (უნგრეთი, სოპრანო), თბილისელი სოპრანო ანა კასიანი.

 

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ასევე აზერბაიჯანელმა და რუსმა მუსიკოსებმაც. სცენაზე ბახის, რახმანინოვის, ბერლიოზის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა.

 

“მუსიკალური ოლიმპი” გამარჯვებულების აღლუმია, რომელიც მხოლოდ უკანასკნელი წლების მსხვილი, საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მონაწილეებისთვისაა განკუთვნილი.

 

ფესტივალის ორგანიზატორების აზრით, ღონისძიებას ანალოგი არ გააჩნია და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლობლობას ღირებული მუსიკის მსმენელებისათვის, რათა მათ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მუსიკოსებს მოუსმინონ.
0

ავტორი: