“ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა “ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა />


  10:34:01     11-04-2011

“ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

a4840.jpg

უკანასკნელი დღეების დაბომბვებისა და ტერაქტის შემდეგ, პალესტინურმა რადიკალურმა მოძრაობამ “ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციას ებრაული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

 

“ჰამასის” წარმომადგენლების თქმით, მათ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის შეწყვეტა და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება სურთ. ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის ოფიციალურმა პირებმა მშვიდობის დამყარებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

“პალესტინა არ არის დაინტერესებული კონფლიქტის ესკალაციით. თუ ებრაული აგრესია შეწყდება, რეგიონში მშვიდობიანობა დამყარდება”, განაცხადა “ჰამასის” პრეს-ატაშემ, სამი აბუ ზუჰრმა.

 

მცირე ხნით ადრე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა, “ჰამასთან” შეთანხმებით, ღაზას სექტორის დაბომბვა შეაჩეროს.

 

თუმცა, ოფიციალური თელ-ავივის ეს განცხადება და “ჰამასის” მზადყოფნა, რამდენიმე დღის შემდეგ, ებრაული სამხედრო-საჰაერო ძალების და პალესტინელი მებრძოლების დაპირისპირებამ, ასევე ისრაელის ტერიტორიაზე მომხდარმა ტერაქტმა შეაფერხა.

0

ავტორი: