10:31:41     11-04-2011
სამხრეთ აფრიკული იარაღი კადაფისთვის
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რამდენიმე, რეპრესიული რეჟიმების მქონე ქვეყანას, მათ შორის ლიბიას, იარაღით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი “Sunday Independent” სამთავრობო, საიდუმლო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის კომიტეტის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, გასულ წელს 5,3 მილიარდის ღირებულების იარაღი 78 ქვეყანაში გაიტანა გასაყიდად.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქვეყნის ხელისუფლება ლიბიისათვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ამ იარაღს ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს. 0