10:25:12     11-04-2011
ფლორენციული კოშკურები
მასალა: ჟოლო – 200 გრამი, შაქარი – 4 სუფრის კოვზი, მდნარი ყველი, ნაღები ან სქელი არაჟანი – 150-150 გრამი, მარაკუიას ნექტარი – 3 სუფრის კოვზი, ორცხობილას ბისკვიტი – 24 ცალი, შაქრის ფხვნილი – მოსაყრელად.
ჟოლო გავრეცხოთ და შაქრის ნახევართან ავურიოთ. კრემისათვის, ყველი ან არაჟანი ავთქვიფოთ, დავამატოთ მარაკუიას ნექტარი, დანარჩენი შაქარი და ხელახლა ავთქვიფოთ. ეს გადავუსვათ ერთ ბისკვიტს, დავუმატოთ მეორე, კიდევ გადავუსვათ კრემი და ასე, თეფშებზე “ავაშენოთ” ორცხობილას ბისკვიტის კოშკურები. ზემოდან გავაფორმოთ ჟოლოთი და მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. 0