13:49:12     28-12-2016
მკვლელობა ოზურგეთში - გარდაცვალებამდე დაჭრილმა 112-ში თავად დარეკა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივ მამაკაცს შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარმა მეზობელმა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამის შესახებ "გურიის მოამბე" იუწყება.
დაჭრილმა 112-ს თავად დაურეკა, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ 108 მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები მის დასაკავებლად.
0