რუსი სამხედრო ვეტერანები საპროტესტო აქციაზე რუსი სამხედრო ვეტერანები საპროტესტო აქციაზე />


  16:29:23     09-04-2011

რუსი სამხედრო ვეტერანები საპროტესტო აქციაზე

a4811.jpg

ვლადივოსტოკში სამხედრო პენსიონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მიტინგზე დაახლოებით 50 ადამიანი შეკრიბა.

 

რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა პროფკავშირის წევრებმა და სხვა ორატორებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში სამხედრო პენსიონერების უფლებები დაცული არ არის და მათი საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით სათანადოდ უზრუნველყოფა არ ხდება.

 

სამხედრო პენსიონერები აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალების ვეტერანებს, მათ კანონიერ მოთხოვნებს, ადგილობრივი ჩინოვნიკები ხშირად აიგნორებენ, არ აძლევენ სანატორიუმის და კურორტების მოსაწვევებს.

 

ქალაქში გარკვეული ახლადაშენებული სახლები, რომლებიც წესით ვეტერანებისათვის უნდა იყოს განკუთვნილი, სინამდვილეში მათ არ გადაეცათ, ხოლო ნაჩუქარი ბინების უმრავლესობა საცხოვრებლად უვარგისია და ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა - აცხადებენ რუსი ვეტარანები.

0

ავტორი: