ბობ დილანი პეკინში ბობ დილანი პეკინში />


  14:50:15     09-04-2011

ბობ დილანი პეკინში

a4802.jpg

ადამიანის უფლებათა დამცველებმა ბობ დილანი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან ჩინელი მხატვრის, აია ვეივეიას მხარდასაჭერად, პეკინში გამართულ კონცერტზე არაფერი თქვა. ამის შესახებ “ContactMusic” იუწყება. მუსიკოსის მიმართ უკმაყოფილება ორგანიზაცია “Human Rights Watch” – ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

 

ბობ დილანმა, პირველად თავის კარიერის მანძილზე, ჩინეთის დედაქალაქში კონცერტი გამართა. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, თუ დილანი აღმოჩნდებოდა ჩინელი მხატვრის ადგილას, მას აუცილებლად ექნებოდა სურვილი, რომ მისი მისამართით წარმოთქმული მხარდაჭერის სიტყვები მოესმინა. ამერიკელმა მუსიკოსმა კი, რომელიც თავისი საპროტესტო გამოსვლებით არის ცნობილი, პეკინში არ გარისკა.

 

თავად ბობ დილანმა პეკინური გამოსვლის შესახებ არანაირი კომენტარი არ გააკეთა. ის უახლოეს მომავალში შანხაიში აპირებს გამოსვლას.

 

როგორც ცნობილია, ჩინელი მხატვარი 3 აპრილს დააპატიმრეს. რამდენიმე დღე მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამოძიების თანახმად, ის ეკონომიკურ დანაშაულებებშია მხილებული.

0

ავტორი: