11:20:33     23-12-2016
პოლიციელის შემდეგ თავი ქალმა მოიკლა - რა ხდება ბორჯომში?
ქალაქ ბორჯომში ქალი მტკვარში გადახტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
გამოძიება სისხლის „სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით“ დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ რომ გუშინ, სავარაუდოდ ფინანსური კრიზისის გამო, თავი მოიკლა ბორჯომელმა პოლიციელმა.
თუმცა, ამ მომენტამდე უცნობია, რა გახდა ქალის მტკვარში გადახტომის მიზეზი.
0