სალათა “ჟაკი” სალათა “ჟაკი” />


  14:05:40     09-04-2011

სალათა “ჟაკი”

a4797.jpg

მასალა: გაყინული მიდიები – 250 გრამი, გაყინული და გაწმენდილი კრევეტები – 200 გრამი, ხორცის მაგარი ბულიონი – 125 გრამი, თეთრი, მშრალი ღვინო – 125 გრამი, დაფნის ფოთოლი – 1 ცალი, ურცი – 1 ღერო, გაყინული, მწვანე ბარდა – 150 გრამი, წითელი, ტკბილი წიწაკა – 1 ცალი, ლიმონი – 4 რგოლი, მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი, სქელი არაჟანი – 2 სუფრის კოვზი, ლიმონის წვენი – 1 სუფრის კოვზი, ფორთოხლის წვენი – 1 სუფრის კოვზი, მწვანე სალათის ფოთლები, მარილი – გემოვნებით, ვისკი – 1 ჩაის კოვზი.

 

მიდიები და კრევეტები გავრეცხოთ. ხორცის ბულიონი და ღვინო ავადუღოთ, დუღილის დროს დავამატოთ დაფნის ფოთოლი და ურცი. მასში ჩავუშვათ მიდიები და 8 წუთი ვხარშოთ. შემდეგ ჩავამატოთ კრევეტები და კიდევ 2 წუთი ვხარშოთ. შემდეგ ჩავუმატოთ ბარდა და ყველაფერი ერთად მოვხარშოთ. დავამატოთ მსხვილად დაჭრილი წითელი წიწაკა და ავურიოთ. ავთქვიფოთ მაიონეზი, არაჟანი, ვისკი, ფორთოხლის და ლიმონის წვენი. შევანელოთ მარილით. სასალათეზე მოვათავსოთ გარეცხილი მწვანე სალათის ფოთლები, შემოდან სალათი, დავასხათ სოუსი და გავაფორმოთ ლიმონით.
0

ავტორი: