პრინცმა უილიამმა საქორწინო ბეჭდის ტარებაზე უარი განაცხადა პრინცმა უილიამმა საქორწინო ბეჭდის ტარებაზე უარი განაცხადა />


  15:38:45     08-04-2011

პრინცმა უილიამმა საქორწინო ბეჭდის ტარებაზე უარი განაცხადა

a4781.jpg

ვიდრე უმშვენიერესი ქეით მიდლტონი საქორწინო ცერემონიის უკანასკნელ დეტალებს აზუსტებდა, მისმა საქმრომ, პრინცმა უილიამმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: მას არ სჭირდება ქორწინების ბეჭედი!

ეს გასაოცარი უფრ მიტომაა, რომ ქეითი გეგმავს ატაროს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ტრადიციული ქორწინების ბეჭედი, რომელიც გაკეთებულია უელსური იშვიათი ოქროსგან. ეს ბეჭედი ეკეთა ელისაბე II-ს და დედოფალ დიანასაც. ბეჭედს უკვე, 90 წლიანი ისტორია აქვს.

პრინცის გადაწყვეტილების შესახებ, ბრიტანულ პრესას აცნობეს სამეფო ოჯახის ახლობლებმა, რომლებმაც ანონიმებად დარჩენა ისურვეს. მათ პრინცის "ჭირვეულობის" მიზეზი არ დაუსახელებიათ, მაგრამ ამტკიცებენ, რომ უილიამის პირადი სურვილია არ ატაროს ქორწინების ბეჭედი!

შეგახსენებთ, რომ ქორწილი გაიმართება 29 აპრილს, ვესტმისტერის სააბატოში. საუკუნის ცერემონია ათასი იდუმალებითაა მოცული, რომელიც სულ მალე ყველასთვის ცხადი გახდება!
0

ავტორი: