13:20:28     19-12-2016
"მოვუწოდებთ მთავრობას, დაგმოს რუსეთის ქმედებები სირიაში"
საქართველოს "რესპუბლიკური პარტია" პარლამენტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაგმოს რუსეთის მთავრობის ქმედებები სირიაში.
"მოახდინოს ხელისუფლებამ რეაგირება, განსაკუთრებით პარლამენტმა, ჩვენ უნდა შევუერთდეთ მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელიც მსგავსი ტიპის ქმედებებს გმობს, ამ ფონზე დანაშაულის ტოლფასია ის, რომ საქართველოს პარლამენტი არ იღებს ხმას და არ გმობს რუსეთის მოქმედებას სირიის მოვლენებთან დაკავშირებით"- განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, სირიის შეიარაღებულ კონფლიქტში რუსული ავიაცია ბაშარ ალ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს.
0