11:15:02     08-04-2011
ისრაელმა და პალესტინამ ბომბები “გაცვალეს”
პალესტინელმა მებრძოლებმა ღაზას სექტორიდან, უმართავი რაკეტების და ნაღმტყორცნების საშუალებით, მოსაზღვრე ებრაული ტერიტორიები დაბომბეს. ამის შესახებ “იერუსალიმ პოსტი” წერს.
ამას გარდა, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის მეშვეობით, ებრაული სასკოლო ავტობუსიც ააფეთქეს. შედეგად, ორი ადამიანი დაიჭრა. მათგან ერთერთ, 16 წლის ახალგაზრდა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, პალესტინელებმა სამოქალაქოებზე თავდასასხმელად, ასეთი ტიპის იარაღი პირველად გამოიყენეს.
თავდასხმის შემდეგ, ებრაული საბრძოლო თვითმფრინავები ღაზას სექტორის მიმართულებით გაფრინდნენ, ხოლო ტანკები სექტორის საზღვარს მიუახლოვდნენ. განხორციელებული დაბომბვის შედეგად, ღაზაში ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის განცხადებით, პალესტინურ მხარეზე საპასუხო თავდასხმა დაუყოვნებლივ მოხდება. კიდევ რას მოიმოქმედებს ასეთი შემთხვევების დროს ისრაელის არმია, მინისტრს არ დაუზუსტებია. 0