აჭარული ლობიანი აჭარული ლობიანი />


  14:08:11     15-12-2016

აჭარული ლობიანი

a60258.jpg

რეცეპტის ინგრედიენტები(მზადდება 4 ლობიანი):

ცომისათვის:

  • 1 კგ. ფქვილი
  • 300 მლ. წყალი ან რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
ლობიოსათვის:
  • 600 გრ. ლობიო
  • 100 გრ. კარაქი
  • 3–4 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
ცომი:ცომის მოსამზადებლად რამდენიმე რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ მათგან ყველაზე მარტივ მომზადების წესს.1. თასში ჩაყარეთ 700 გრ. ფქვილი. შუაში გააკეთეთ ჩაღრმავება და დაუმატეთ კვერცხი, საფუარი, შაქარი და მარილი.2. 35°C-მდე გამთბარი რძე ან წყალი ნელ–ნელა ჩაასხით თასის შუაგულში. მოზილეთ ხელით, გარედან შიგნით.3. ხელით გააკეთეთ ცომის გუნდა. თასს გადააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ სულ მცირე 2 საათით თბილ ადგილას, ასაფუებლად.

ლობიოს მომზადება:1. მოხარშვამდე გააჩერეთ ლობიო ცივ წყალში 2 საათით. წყალი გადაწურეთ, დაუმატეთ დაფნის ფოთლები და 2 ლიტრი წყალი.2. ხარშეთ საშუალო ტემპერატურაზე ლობიოს დარბილებამდე, შემდეგ კი წყალი მთლიანად გადმოწურეთ .3. მოხარშული ლობიო გადმოიტანეთ ჯამში და დაუმატეთ მარილი და 100 გრ. კარაქი.4. ლობიო და კარაქი კარგად დასრისეთ, სანამ არ პიურეს არ დაემსგავსება.5. მოაყარეთ ფქვილი სამუშაო ხის დაფას და ცომი გამოყენებამდე გადაზილეთ. გააჩერეთ 10 წუთით.6. გაყავით ცომი 4 ნაწილად და თითოეული ნაწილი ხელითვე დაამრგვალეთ.7. გააბრტელეთ თითოეული ნაწილი და მიეცით ოვალური ფორმა.8. ლობიოს მეოთხედი მოათავსეთ ცომის შუაგულში და ცომი ყველა მხრიდან გადმოკეცეთ.9. საცხობ ლანგარს მოაპნიეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე ლობიანი და შედგით წინასწარგახურებულ ღუმელში დაახლოებით 12 წუთით, მაღალ ტემპერატურაზე.მიირთვით ცხელი, წიწაკის მწნილთან ერთად!

0

ავტორი: