მაკარონი ყველითა და ისპანახით მაკარონი ყველითა და ისპანახით />


  14:01:32     15-12-2016

მაკარონი ყველითა და ისპანახით

a60256.jpg

ეს გახლავთ ისპანახის კერძი ყველითა და დარიჩინით, რომელიც ცნობილი ნიუ-იორკელი შეფ-მზარეულის, მაიკლ პსილაკისის რეცეპტით მზადდება. იხილეთ და შეაფასეთ რეცეპტი!
  • 3 ნაჭერი კანგაცლილი, დაქუცმაცებული თეთრი პური
  • 9 ს/კ უმარილო, გამდნარი კარაქი
  • მარილი გემოვნებით
  • 250 გრ. მაკარონი
  • ¼ ჩ/ჭ ფქვილი
  • 3 ჩ/ჭ რძე
  • 4 ჭიქა (300 გრ.) გახეხილი ყველი (სასურველია გრავიერა ან კეფალოტირი)
  • ¾ ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • ⅛ ჩ/კ ახალ გახეხილი მუსკატის კაკალი
  • ახალ დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 8 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 450 გრ. მსხვილად დაჭრილი ისპანახი
  • 8 ცალი თითის სიგრძებად  დაჭრილი მწვანე ხახვი
  • 1 კონა მსხვილად დაჭრილი კამა
  • 200 გრ. კუბიკებად დაჭრილი ყველი ფეტა

მომზადების წესი 

1. მოათავსეთ პური ბლენდერში, დააქუცმაცეთ წმინდად, გადაიტანეთ პატარა ჯამში და აურიეთ 3 ს/კ კარაქთან ერთად.

2. საშუალო ზომის ქვაბში მარილიანი წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაყარეთ მაკარონი და გადმოდგით საბოლოო მოხარშვამდე 3 წუთით ადრე, გადაავლეთ ცივი წყალი და გადაწურეთ.

3. საშუალო  ცეცხლზე, პატარა ზომის  ქვაბში გაათბეთ დარჩენილი კარაქი, დაამატეთ ფქვილი და 1 წუთის განმავლობაში ურიეთ განუწყვეტლივ, თანდათანობით დაამატეთ რძე და ურიეთ 10-15 წუთი, მანამ, სანამ მიღებული მასა არ გასქელდება და მიეკვრება კოვზის უკანა მხარეს. გადმოდგით ქვაბი ქურიდან, დაამატეთ გახეხილი ყველი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მიღებული მასა ცნობილია, როგორც „ბეშამელის“ სოუსი.

4. გააცხელეთ ღუმელი 350°-ზე. საშუალო ცეცხლზე დაადგით ტაფა, გააცხელეთ ზეთი, დაამატეთ ხახვი და ურიეთ ხშირად, 3-4 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. დაამატეთ ისპანახი, მწვანე ხახვი, დაახურეთ თავსახური, დრო და დრო ამოურიეთ და გააჩერეთ დაახლოებით 3 წუთი, სანამ არ დარბილდება. დაამატეთ ბეშამელის სოუსი, კამა, წინასწარ მომზადებული მაკარონი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და გამოსაცხობად გადაიტანეთ  ლანგარზე, მოაყარეთ დაქუცმაცებული პური და ყველი ფეტა.

5. აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ კერძის  ზედაპირი ოქროსფრად არ დაიბრაწება.  სუფრასთან მიტანამდე გააგრილეთ 10 წუთით.

0

ავტორი: