საქართველოს ბანკის საახალწლო აქცია საქართველოს ბანკის საახალწლო აქცია />


  15:37:56     13-12-2016

საქართველოს ბანკის საახალწლო აქცია

a60169.jpg

თბილისი, 13 დეკემბერი, 2016 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, წინასაახალწლოდ, ყოველ 25-ე მომხმარებელს, ვინც ისარგებლებს საქართველოს ბანკის განვადებით, საჩუქრად გადასცემს 100 ლარს. აქცია ძალაშია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 

მომხმარებელს ტექნიკისა თუ ავეჯის შესაძენად, საქართველოს ბანკის განვადებით სარგებლობა შეუძლია 3,000-ზე მეტ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:  www.sb.ge  

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის  მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

 

0

ავტორი: