პური ძვირდება პური ძვირდება />


  19:57:34     12-12-2016

პური ძვირდება

a60135.jpg

ლარმა დღეს მორიგი ანტირეკორდი მოხსნა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ფაქტობრივად, შეუქცევადად მიმდინარეობს, რაც პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასის გაზრდის აუცილებლობას წარმოშობს.

სხვა პროდუქტებთან ერთად ძვირდება პურიც, რადგან მწარმოებლებს ხორბალი ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოაქვთ, ცხადია, უცხოურ ვალუტაში.

შესაბამისად, პურზე, ისევე როგორც სხვა იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასის ზრდა გარდაუვალია.

„ლარის კუპონიზაცია ჯაჭვური რეაქციის პრინციპით მოქმედებს...

ხელისუფლებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა, როცა საწვავის აქციზზე გადასახადის მომატება დააანონსა, რაც რა თქმა უნდა, გააძვირებს პურსაც და სხვა პროდუქტებსაც.

თუ ასე გაგრძელდა, სოციალური მღელვარება დაიწყება. ქვეყანაში მილიონამდე ღარიბია...“, - ასეთ მძიმე პროგნოზებს აკეთებენ ეკონომისტები.

0

ავტორი: