"არ გამქარწყლებია ეჭვი, რომ აფეთქება ხელისუფლებამ მოაწყო" "არ გამქარწყლებია ეჭვი, რომ აფეთქება ხელისუფლებამ მოაწყო" /> "/> " />


  11:59:31     09-12-2016

"არ გამქარწყლებია ეჭვი, რომ აფეთქება ხელისუფლებამ მოაწყო"

a60039.jpg

გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის მასალების გამოთხოვას აპირებს. "ნაციონალური მოძრაობის" გამოძიებამ ის დაზარალებულად სულ რაღაც 3 დღის წინ აღიარა და ისიც მხოლოდ კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ.

თარგამაძე მისთვის საქმის მასალების არ გადაცემას უკავშირებს იმას, რომ შსს შეგნებულად მალავს გარკვეულ ინფორმაციას.

"დაზარალებულად მცნეს საბოლოო ჯამში, რაც აჩენს იმთავითვე ვალდებულებას მათი მხრიდან, რომ გამაცნონ საქმის მასალები, რაზეც ჯიუტად აცხადებენ უარს. ისინი უარს აცხადებენ თავისი ვალდებულების შესრულებაზე. ეჭვი, რომელიც მე მქონდა იმთავითვე, აფეთქებიდან დაწყებული, არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ" - განაცხადა მან.   

შეგახსენებთ, დეპუტატის მანქანა 4 ოქტომბერს ააფეთქეს. 

0

ავტორი: