10:43:19     07-04-2011
ტაილანდის არმია სამხედრო გადატრიალებაზე უარს ამბობს
ტაილანდის შეიარაღებული ძალების მეთაურებმა, ბანკოკში, უპრეცენდენტო პრესკონფერენციაზე, განაცხადეს, რომ ქვეყანაში ახალი სამხედრო გადატრიალება არ მოხდება. ამის შესახებ ტაილანდური ელექტრონული მედია იუწყება.
სავარაუდო სამხედრო გადატრიალების შესახებ ჭორები, ქვეყანაში წლის დასაწყისში გავრცელდა, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანჰისიტ ვერჩაჩივამ განაცხადა, რომ პარლამენტის ვადამდე დათხოვას და ახალი არჩევნების ჩატარებას აპირებს.
საერთოდ, მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ, ტაილანდში 18 სამხედრო გადატრიალება მოხდა. რიგით მეთვრამეტე ამბოხი, 2006 წელს განხორციელდა.
შემდეგმა წლებმა უჩვენა, რომ ტაილანდში პოლიტიკური კონფრონტაცია არ შემცირებულა. ყოფილ პრემიერსა და სახელისუფლო სამხედრო ძალებს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ერთი წლის წინ, დემონსტრაციის დარბევის შედეგად, ბანგკოკის ქუჩებში 91 ადამიანი დაიღუპა და 2000 – დაიჭრა. 0