გიტარა და გიტარისტები გიტარა და გიტარისტები />


  15:27:31     06-04-2011

გიტარა და გიტარისტები

a4717.jpg

გიტარის სამშობლო ცნობილი არ არის, თუმცა აღმოსავლეთს ვარაუდობენ. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, ხოლო თარის წინდებულები (დუ-ტარი, სი-ტარი) ოდესღაც სიმთა რიცხვს გამოხატავდა. დუ ნიშნავდა ორს, სი- სამს. ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე გიტარა აღმოსავლეთიდან საბერძნეთში მოხვედრილა, იქ, დროთა განმავლობაში დაივიწყეს, რომ "სიტარა" სამსიმიან საკრავს ნიშნავდა და ასეთი სახის ოთხ და მრავალსიმიან სხვა საკრავებსაც "სიტარა", შემდეგ კი გიტარა შეარქვეს. ასე რომ "გიტარა" ნიშნავდა სამსიმიანს.

გიტარის მეორე სამშობლო გახდა ესპანეთი, სადაც VIII—IX საუკუნეებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ესპანეთიდან იგი მთელ ევროპაში გავრცელდა. საქართველოში ის მე-19 საუკუნეში შემოვიდა და მტკიცედ დამკვიდრდა.

არსებობს გიტარის ძირითადი ორი სახეობა: აკუსტიკური და ელექტრო.

აკუსტიკური გიტარა ამოჭრილი კორპუსით უკვე ათას წელზე მეტია გამოიყენება. თანამედროვე აკუსტიკური გიტარის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კლასიკური გიტარა (ნეილონის სიმებიანი), ლითონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა და არქტოპ გიტარა. აკუსტიკური გიტარების ტონალობა წარმოქმნილია სიმების ვიბრაციით, რომელსაც აძლიერებს გიტარის კორპუსი. ელექტრო გიტარა იქნა წარმოდგენილი 1930-იან წლებში. ელექტრო გიტარებმა მალევე მოახდინა გავლენა თანამედროვე კულტურაზე. გიტარა არის მიჩნეული მთავარ ინსტრუმენტად ისეთ მუსიკის ჟანრებში, როგორიცაა ბლუზი, ბლუგრასი, ქანთრი, ფლამენკო, ჯაზი, ხოტა, მარიაჩი, რეგი, როკი, სოული და ბევრ სხვა პოპის ფორმებში.

კარლოს აუგუსტო ალვეს სანტანა დაიბადა 1947 წლის 20 ივნისს. პოპულარული გახდა 1960-იანი წლების ბოლოს, როკის, სალსას და ჯაზ ფიუჟენ სინთეზს უკრავდა, იგი ამ შერეული ჟანრის პიონერად ითვლება. კარლოს სანტანას კარიერამ ჯგუფთან, სოლო და თანამშრომლობების სახით რამდენიმე ათეული წელიწადი მოიცვა. 1999 წელს მან გამოსცა დუეტების დისკი Supernatural, რამაც პოპულარული გახადა ახალგაზრდა თაობაში. თითქმის იგივე წარმატება წილად ხვდა შემდეგ ალბომებს. 2010 წელს გამოიცა მისი დისკი Guitar Heaven: Santana Performs the Greatest Guitar Classics of All Time, ცნობილი როკ-სიმღერების ქავერ-ვერსიებით. კარლოს სანტანას მიღებული აქვს 10 გრემის და 3 ლათინური გრემის ჯილდო.

ჯიმი ჰენდრიქსი დაიბადა 1942 წლის 27 ნოემბერს ვაშინგტონში. ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. ჰენდრიქსი აღიარებულია როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად. ინგლისში მოპოვებული წარმატების შემდეგ მსოფლიო აღიარება მან 1967 წელს მონტერეის პოპ ფესტივალზე თავისი გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. გარდაიცვალა 1970 წლის 18 სექტემბერს ლონდონში. გარდაიცვალა 1970 წლის 18 სექტემბერს ლონდონში.

პაკო დე ლუსია - ნამდვილი სახელია ფრანცისკო სანჩეს გომესი, ესპანელი კომპოზიტორი და ვირტუოზი გიტარისტი დაიბადა 1947 წლის 21 დეკემბერს. აღიარებულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტად ფლამენკოს სტილში. მისი შემოქმედება რამდენიმე ჟანრს მოიცავს, როგორიც არის ჯაზი, ევროპული კლასიკური მუსიკა და მსოფლიო მუსიკა. ბერკლის მუსიკალურმა კოლეჯმა მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

სლეში - ნამდვილი სახელია სოლ ჰადსონი, ბრიტანელ-ამერიკელი მუსიკოსი  დაიბადა 23 ივლისი 1965წლის 23 ივლისს ლონდონში. უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფის Guns N Roses-ის ყოფილი გიტარისტი.

სტივენ ჯეი მორსი - დაიბადა 1954 წლის 28 ივლისს ოჰაიოში (აშშ). ჰარდ როკ ჯგუფ Deep Purple_ის სოლო გიტარისტი. მისი კარიერა მოიცავს როკის, ქანთრი, ჯაზის, კლასიკისა და ამ მუსიკალურ მიმდინარეობათა ნაზავს. მორსი Deep Purple_ის წევრია 1994 წლიდან.

კურტ დონალდ კობეინი დაიბადა 1967 წლის 20 თებერვალს. იგი იყო ამერიკელი მუსიკოსი. ცნობილია როგორც სიეტლური ჯგუფის, ნირვანას ვოკალისტი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი. კობეინმა დააარსა ჯგუფი ნირვანა 1987 წელს კრის ნოვოსელიჩთან ერთად. 1991 წელს გამოვიდა ნირვანას ყველაზე წარმატებული ალბომი Nevermind, რომელიც 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომია. ჟურნალ Rolling Stone-ის ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების სიაში კობეინს მეთორმეტე ადგილი უკავია. 1994 წლის 8 აპრილს კობეინი იპოვეს მკვდარი საკუთარ სახლში, სიეტლში. მისი სიკვდილის მიზეზი იყო თვითმკვლელობა. მას თავში ნასროლი ჰქონდა საფანტის იარაღი.

ფრანცის ბუხჰოლცი დაიბადა 1954 წლის 19 თებერვალს. იგი გერმანელი ბას გიტარისტია, რომელმაც სახელი გაითქვა გერმანულ როკ ჯგუფ, Scorpions-ში მოღვაწეობით.

მათიას იაბსი დაიბადა 1955 წლის 25 ოქტომბერს. გერმანელი გიტარისტი, რომელმაც გაითქვა სახელი გერმანული როკ-ჯგუფ სკორპიონსში მოღვაწეობით. სანამ სკორპიონსში მოვიდოდა, იგი იმყოფებოდა უფრო ნაკლებად ცნობილ ჯგუფებში: Lady, Fargo და Deadlock.

0

ავტორი: