11:51:52     23-11-2016
"ალეპოს საავადმყოფოებზე საჰაერო იერიშები რუსულმა ვერტმფრენებმა განახორციელეს"
აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, სირიის ქალაქ ალეპოს საავადმყოფოებზე საჰაერო იერიშები რუსულმა ან სირიულმა ვერტმფრენებმა მიიტანეს, ამიტომაც ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს დაარწმუნოს ასადის ხელისუფლება სისხლისღვრის შეწყვეტის აუცილებლობაში.
ამავე დროს გაერო-ს წარმომადგენლები სირიაში იტყობინებიან, რომ უახლოეს მომავალში ალეპოს აღმოსავლეთით მდებარე აჯანყებულთა ბაზებზე პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძალების სრულმასშტაბიანი შეტევაა დაგეგმილი.
გაერო-ს წარმომადგენელთა ინფორმაციით, შეტევა შესაძლოა 20 იანვარს დაიწყოს, სწორედ იმ დროს, როცა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.
შესაძლო დამბობვის შესახებ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმაც. მისი თქმით, ვაშინგტონს ინფორმაციას სირიაში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები აწვდიან, მაგალითად "ექიმები საზღვრებს გარეშე".
"ჩვენ კარგად ვიცით რა ხდება იქ"-განაცხადა კირბიმ.
0