ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა />


  02:28:57     23-11-2016

ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

a59629.jpg

ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. 

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს გვიან ღამით თბილისში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. მას დაზიანებები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

სამართალდამცველებმა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი რუსთავში დააკავეს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული. 

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გარდაცვლილი 14 ოქტომბრის შემდეგ კომაში იმყოფებოდა.


0

ავტორი: