როგორ ვაკონტროლოთ დრო და დავზოგოთ ფული? როგორ ვაკონტროლოთ დრო და დავზოგოთ ფული? />


  18:36:12     22-11-2016

როგორ ვაკონტროლოთ დრო და დავზოგოთ ფული?

a59617.jpg

როდესაც უფულოდ რჩება ადამიანი და ამ დროს შესასრულებელი აქვს ესა თუ ის ვალდებულება, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ფინანსების არსებობას, საჭირო ხდება ერთგული მეგობრის გვერდით ყოლა, რომელიც იმდენი ხნით შეძლებს ფულის სესხებას, რამდენიც შენ გჭირდება. სწორედ ამიტომ, CCloan.ge მომხმარებელს მოქნილ პირობებს სთავაზობს. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როდის დაფარავ სესხს, გადაავადებ მას თუ არა და ა.შ.

 მოკლედ, რეალურად, უფულობა პრობლემა აღარაა ჩვენ საუკუნეში. ძალიან ადვილად შეგიძლია, რომ სასურველი თანხა მიიღო. როდესაც გვერდით სანდო პარტნიორია აღარც ნერვიულობ, თუმცა მაინც საინტერესო იქნება გაიგო მიზეზი, რის გამოც ვარდებიან ადამიანები კრიზისულ სიტუაციაში. იქნებ, დროის არასწორი მართვის ბრალია ?

    დრო რომ ფულია ეს ახალი ამბავი არავისთვისაა. თანამედროვე, წარმატებული ადამიანები ყოველთვის გვირჩევენ სწორად დავხარჯოთ დრო, რაც ჩვენი ფინანსების სწორად მართვაში დაგვეხმარება. წარმოიდგინეთ, რამდენი არასწორად დაგეგმილი შეხვედრა, არასწორად გადანაწილებული საქმე და ცუდად დაგეგმილი დღე არსებობს ჩვენ ცხოვრებაში, ბოლოს კი ეს ყველაფერი დაგვაინებული პროექტებით, ვერ მოსწრებული გადასახადებით და გვიან ჩარიცხული თანხებით მთავრდება, რასაც ფინანსურ არასტაბილურობამდე და პრობლემებამდე მივყავართ.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის დაგეგმვის დროს? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი სამუშაო დღე უფრო პროდუქტიული იყოს და მივაღწიოთ იმ შედეგებს, რომლის შესრულებაც ჩვენი ფინანსური კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია?

·         გააკეთეთ ჩანაწერები - შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ძალიან ძველმოდური ჩვევაა, მაგრამ ასე არ არის. ყოველ დღე გააკეთეთ იმ თემების ჩანაწერები , რომლებიც შესასრულებელი გაქვთ. ასე უფრო გაგიადვილდებათ მიჰყვეთ გეგმას და არ გადაუხვიოთ მას.

·         განსაზღვრეთ პრიორიტეტები - დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამსახურში მისვლის დროს პირველი რაც უნდა გააკეთოთ ისაა, რომ განსაზღვროთ რომელი საკითხი უფრო პრიორიტეტულია ამ კონკრეტულ მომენტში და რომელი საქმის დაწყებაა უფრო მნიშვნელოვანი.

·         პირველ რიგში , გააკეთეთ ყველაზე რთული საქმე- არაერთი ცნობილი ბიზნეს ტრენერი და ბიზნესმენი გვირჩევს, რომ პირველ რიგში იმ საქმის კეთება უნდა დავიწყოთ, რომელიც ყველაზე ძნელია და რომლის შესრულებაც ნაკლებად გვინდა. ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ამ თემას მიუბრუნდეთ და დიდი ხნით გადადებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ

·         ზუსტად განსაზღვრეთ ამა თუ იმ პროექტის ან გეგმის დასრულების თარიღი- შეიძლება თქვენ კარგად შეგიძლიათ მართოთ პროცესები, მაგრამ როდესაც საქმიანობაში რამდენიმე ადამიანია ჩართული , აუცილებელია, ზუსტად იყოს გაწერილი დროში პროექტების მსვლელობა და ყველამ იცოდეს როდის უნდა დაასრულოს კონკრეტული საქმე და ჰქონდეს ამის პასუხისმგებლობა. ასე თქვენ ადვილად შეძლებთ აკონტროლოთ მოვლენები, დაზოგოთ თქვენი დრო და მიიღოთ კარგი შედეგები.

·         ყველაზე მნიშვნელოვანი - დაგეგმე მომდევნო დღე ყოველი სამუშაო დღის ბოლოს- გვჯერა, რომ დღის ბოლოს ძალიან დაღლილი ხარ და არაფრის თავი არ გაქვს, მაგრამ სამუშაო პროცესის დროს ჩაწერილი ესა თუ ის საკითხები, რომლებიც მომავალ დღეს გაქვს შესასრულებელი, შეიძლება  ამოგივარდეს თავიდან, რაც დაგვეთანხმები კარგ შედეგამდე არ მიგიყვანს, ამიტომ აჯობებს თუ წარმატებული ადამიანების რჩევას გაითვალისწინებ და ყოველი დღის ბოლოს დაგეგმავ მომდევნო სამუშაო დღეს პრიორიტეტების მიხედვით და არ დაარღვევ ამ გრაფიკს.

დროის მართვა ბევრ წარმატებულ მენეჯერსაც კი უჭირს, მათი პრობლემა ხშირად იმაში მდგომარეობს, რომ არ ითვალისწინებენ ელემენტარულ რჩევებსაც კი, არადა ამ მარტივი რჩევების გამოყენებით რეალურადაა შესაძლებელი პროცესების უკეთესი მართვა და ნაკლები დროის დახარჯვა უსარგებლო თემებზე . 

0

ავტორი: