12:08:33 22-11-2016
საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია გახდა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია გახდა.
ჩაჩიბაიამ ამ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩაანაცვლა.
განკარგულებები ჩაჩიბაიას დანიშვნისა და კაპანაძის გადაყენების შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
მათში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.
0