15:08:04     21-11-2016
შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს - "აქ სექტის წევრები კატებს ატყავებდნენ"
შარტავას #43-ში, მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამჟამად ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, გარდაცვლილის მამა ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე ხილს ყიდის.
გავრცელებული ინფორმაციით, მშენებარე კორპუსის დაცვამ გუშინ ტერიტორიაზე მოზარდები შენიშნა და მოუწოდა ტერიტორია დაეტოვებინათ. ამის შემდეგ მოზარდები ტერიტორიიდან გავიდნენ, თუმცა დილით აღნიშნულ ადგილზე გარდაცვლილის და მოვიდა და სწორედ მან აღმოაჩინა მშენებარე კორპუსის სარდაფში 16 წლის დის ცხედარი.
ამასთან, ადგილზე მომუშავე პირები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტერიტორიაზე ხშირად გარკვეული სექტის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, რომლებიც „კატებს ატყავებდნენ“.
მათივე ინფორმაციით, ერთი შეხედვით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.
0