12:50:59     06-04-2011
როკი საუკუნოდ
მექსიკელი მომღერალი და მსახიობი დიეგო გონსალესი კომპანია “ნიუ ლაინ სინემას” ფილმში “როკი საუკუნოდ”, მთავარ როლს შეასრულებს. ამ ინფორმაციას საიტი “დედლაინი” ავრცელებს.
კინოსურათი იმავე სახელწოდების მუზიკლის ეკრანიზაცია იქნება, რომლის პრემიერა ლოს-ანჟელესში, 2006 წელს შედგა. სპექტაკლი 1980-იანი წლების პოპულარული როკ-ჯგუფების სიმღერებზეა აგებული. მუზიკლში გამოყენებულია “Bon Jovi” – ის, “Asia” – ს, “Twisted Sisters” – ის, “Poison” – ს, “Journey” – ის, “Styx” – ის, “Foreigner” – ის და სხვა კოლექტივების კომპოზიციები.
სპექტაკლის სიუჟეტიც 80-იან წლებში ვითარდება. მთავარი გმირი ახალგაზრდა მუსიკოსი, სახელად დრიუა, რომელიც ბარში მოღვაწეობს. ფილმში სწორედ ამ გმირს ითამაშებს დიეგო გონსალესი. მსახიობი, დღევანდლამდე, ტელესერიალებსა და ფილმებში, ეპიზოდურ როლებს ასრულებდა.
კონოსურათში ასევე მონაწილეობას მიიღებენ: ტომ კრუზი, ჟულიანა ჰაფი, მერი ჯეი ბლაიჯი, პოლ ჯამარტი და ალეკ ბოლდუინი. ამას გარდა, ფილმის ავტორები მოლაპარაკებებს ემი ადამსთან და რასელ ბრენდომთან მართავენ. 0