როგორ დავხარჯოთ იმაზე ნაკლები ვიდრე შემოსავალი გვაქვს როგორ დავხარჯოთ იმაზე ნაკლები ვიდრე შემოსავალი გვაქვს />


  11:19:45     18-11-2016

როგორ დავხარჯოთ იმაზე ნაკლები ვიდრე შემოსავალი გვაქვს

a59517.jpg

დღეს არაერთ ადამიანს ექმნება ფინანსური პრობლემა და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაა ეს თემა გავრცელებული. ალბათ, არაერთხელ გაგიგიათ ახლობლისგან იმის შესახებ, თუ როგორ ვერ იხდის ვალებს, არ ჰყოფნის ხელფასი ელემენტარულისთვისაც კი და ა.შ.

 მიუხედავად იმისა , თუ რამდენი გაქვთ შემოსავალი, მთავარი მისი გადანაწილებაა სწორი მიმართულებით. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ აღმოვჩნდეთ გამოუვალ მდგომარეობაში და არ დავრჩეთ უფულოდ? პასუხი მარტივია, უბრალოდ, დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ.

   შეიძლება, გაგიკვირდეთ და იკითხოთ: ვინ ან როგორ ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვსო, მაგრამ ასე არაერთხელ ხდება, რადგან ადამიანების გარკვეულ ნაწილს არ შეუძლია უარი უთხრას საყვარელ ადამიანებს ან თუნდაც საკუთარ თავს ამა თუ იმ შენაძენზე, რომელიც იმ მომენტში, შეიძლება, სრულიადაც არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ან უბრალოდ, მსგავსი პროდუქტის ყიდვა გაცილებით ნაკლებ ფასად სხვა ადგილას შეიძლებოდეს.

   სწორად გამოიყენეთ ინვესტიციები. თუ შეძლებთ და მართლაც იმაზე ნაკლებს მოიხმართ, ვიდრე ხელფასი გაქვთ, დარჩენილი თანხა რაიმე ღირებულისთვის გადაინახეთ, გაიარეთ კურსები, ტრენინგები, მოკლედ, აიმაღლეთ კვალიფიკაცია ეს კი ახალი სამსახურის ან უკვე არსებულში დაწინაურების შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ, რაც, ალბათ დაგვეთანმხებით, რომ თქვენს საფულეზეც კარგად აისახება.

   ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ ადამიანის მოთხოვნილებები მისი შემოსავლის ზრდასთან ერთად იზრდება, ზუსტად აქ არის ფულის შენახვის და პრობლემების თავიდან აცილების გასაღები. შეიძლება, ხელფასი 200-300 ლარით გაგეზარდოთ, მაგრამ რეალურად ეს ნამატი არ გაძლევთ იმის შესაძლებლობას, იყიდოთ მანქანა ან მაგალითად სახლი. როდესაც ადამიანი ვერ ხვდება რა არის მისთვის კონკრეტულ სიტუაიცაში პრიორიტეტული და რამ შეიძლება მომავალში საფრთხე შეუქმნას, ის იღებს არასწორ გადაწყვეტილებას, რასაც ბოლოს ცუდ შედეგამდე მიჰყავს.

   მოკლედ, კიდევ ერთხელ რომ გადავხედოთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ თვის ბოლოს უფულოდ არ დარჩეთ: ხარჯეთ იმაზე ნაკლები ვიდრე ხელფასი გაქვთ,  აირჩიეთ სწორი პრიორიტეტები, გადაანაწილეთ თანხა პრიორიტეტების მიხედვით, სწორად გამოიყენეთ ინვესტიცია და რაც მთვარია, აკონტროლეთ საკუთარი სურვილები.

   თუ თქვენ დღეს ხართ გამოუვალ მდგომარეობაში, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაალაგეთ ჯერ თავში ეს ყველაფერი, შემდეგ კი ფურცელზე გადაიტანეთ, ასე უფრო კარგად აღიქვამთ საკითხს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ, ხოლო მანამდე არსებული დავალიანებების გადასახდელად შეგიძლიათ სანდო და ერთგულ პარტნიორს მიმართოთ, CCloan გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოითხოვოთ ლიმიტით განსაზღვრული თანხა და თავად აირჩიოთ დღე, როდის დააბრუნებთ უკან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რაღაც კიდევ ვერ გათვალეთ სწორად, ძალიან მარტივად შეგიძლიათ გადაავადოთ სესხი, რაც თქვენს ფინანსებს და ნერვებს დაზოგავს. 

0

ავტორი: