16:45:10     16-11-2016
ათი წლით თავისუფლების აღკვეთა, ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევით მოძრაობისთვის
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო პირი, რომელმაც ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევით მოძრაობისას ორი ადამიანი იმსხვერპლა.
გიორგი რაზმაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შემთხვევა 2016 წლის 8 აგვისტოს ხუდადოვის ქუჩაზე მოხდა. რაზმაძემ BMW-ს მარკის ავტომანქანით ორ ქვეითს შეეჯახა.
ორივე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, იგი ახორციელებდა ავტორბოლას აღნიშნულისთვის შეუსაბამო ადგილას, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, რამაც ავარია გამოიწვია.
0