12:21:23     06-04-2011
ქვირითი თეთრ ღვინოში
მასალა: თევზის ახალი ქვირითი – 250 გრამი, პომიდორი – 60 გრამი, ნახევარი ლიმონის ქერქი, თეთრი, მშრალი ღვინო – 50 გრამი, კარაქი – 20 გრამი, პურის დანამცეცებული გული – 20 გრამი, პილპილი, მარილი, ოხრახუში – გემოვნებით.
ქვირითი გამდინარე ცივ წყალზე გავრეცხოთ. პომიდორი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად. ქვირითი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაზე, დავფაროთ პომიდვრის რგოლებით, მოვაყაროთ გახეხილი ლიმონის ქერქი, მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კარაქის ნაჭრები. შემდეგ დავუმატოთ პურის ნამცეცები და დავასხათ ღვინო. ფორმას დავახუროთ სახურავი და 10 წუთის განმავლობაში, კარგად გახურებულ ქურაში მოვამზადოთ. 0