10:08:34     15-11-2016
10 თვის გოგონას ცემის ბრალდებით, მისი ძიძა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე - საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
0