12:19:20     06-04-2011
პროვანსული სალათა
მასალა: ოთხი დასახელების სალათის ფურცლები – 4 კონა, ნიორი – 3 კბილი, ძველი ბატონი პური – 1 ნაჭერი, ზეითუნის ზეთი – 4 სუფრის კოვზი, კამა – ნახევარი კონა, ქონდარი – 1 კონა, ღვინის ძმარი – 2 სუფრის კოვზი, ცხარე მდოგვი – ნახევარი ჩაის კოვზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით, ზეთისხილი – 12 ცალი.
სალათის ფოთლები გავრეცხოთ, დავჭრათ, ერთმანეთში ავურიოთ და მოვათავსოთ სასალათეზე. პურის ნაჭერს წავუსვათ დანაყილი ნიორი, დავჭრათ კუბიკებად და 1 სუფრის კოვზ ზეთში შევწვათ. კამა და ქონდარი დავჭრათ. ძმარი და მდოგვი ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ ცოტა ზეთი, მწვანილი, მარილი და პილპილი. სალათაზე დავასხათ სოუსი, მოვაყაროთ შემწვარი პური და გავაფორმოთ ზეთისხილით.
0