მკვლელობა რუსთავში - ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა მკვლელობა რუსთავში - ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა />


  13:53:27     11-11-2016

მკვლელობა რუსთავში - ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა

a59299.jpg

რუსთავში, მდინარე მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

"ინფო რუსთავის" ცნობით, 21 წლის გიორგი ძაბახიძის გვამი, მტკვრის ჩამკეტ დამბებთან, მეთევზეებმა იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავში მე-19 მკ/რ ში ცხოვრობდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს და ცხედარი მტკვარში შემდეგ გადააგდეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე გიორგი ძაბახიძე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა . გარდაცვლილს ფეხები შეკრული ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალიც.  ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას გამო მოკლეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

0

ავტორი: