12:47:02     11-11-2016
ავღანეთში გერმანიის საკონსულოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში, გერმანიის საკონსულოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შემდეგ კი სხვა თავდამსხმელებმა საკონსულოს დაცვას გაუხსნეს ცეცხლი.
შემთხვევისას 4 ადამიანი დაიღუპა,100-მდე კი დაშავდა.
ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა და დაშავებულებს შორის საკონსულოს თანამშრომლები არ არიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. დაჯგუფების განცხადებით, მათ შური იძიეს პროვინცია კუნდუზში ნატო-ს ძალების მიერ განხორციელებულ იერიშზე, რომელსაც 30 ადამიანი ემსხვერპლა.
0