ბრინჯის ვერმიშელი ქათმით და ბოსტნეულით ბრინჯის ვერმიშელი ქათმით და ბოსტნეულით />


  15:36:44     10-11-2016

ბრინჯის ვერმიშელი ქათმით და ბოსტნეულით

a59258.jpg

ქათმის მკერდი - 400 გრ. (შეგიძლიათ ქათმის სხვა ნაჭრებიც გამოიყენოთ, მხოლოდ ძვლის გარეშე)

თევზის სოუსი - 4 ს.კ.

სოიოს სოუსი - 4 ს.კ.

ჩილის სოუსი - 1 ს.კ. (არ არის სავალდებულო, მითუმეტეს თუ ცხარე არ გიყვართ)

შაქარი - 1 ჩ.კ.

ქამა სოკო - 6-7 ცალი, მოზრდილი ზომის (თუ იშოვით, სასურველია სოკო შიტაკი)

ბულგარული წიწაკა - 1 ც.

ხახვი - 1 ცალი, საშუალო ზომის

სტაფილო - 1 ც.

კომბოსტო -  პატარა კომბოსთოს ყუა(პროპორციებისთვის იხ. სურათი)

ნიორი - 2 კბილი

ბრინჯის ვერმიშელი - 250 გრ.

პილპილი (სოიოს სოუსი მარილიანია და გასინჯეთ კერძი , სანამ მარილის დამატებას გადაწყვიტავთ).

ზეითუნის ზეთი - არა-რაფინირებული (extra-virgin)- 4-5 ს.კ.


ჯამში ჩაასხით თევზის სოუსი, სოიოს სოუსი, ჩილის სოუსი (ეს არ არის სავალდებულო, თუ ცხარე არ გიყვართ), შაქარი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ქათმის ნაჭრები და კარგად მოურიეთ. ჯამს დააფარეთ დავსახური და დადგით ოთახში 25-30 წუთით. თუ იმავე დღეს არ აპირებთ გაკეთებას, მაშინ შედგით მაცივარში. 

გაახურეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე (რაც უფრო მძიმეა ტაფა უკეთესია, მით უფრო მეთად ინარჩუნებს სიმხურვალეს, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძს). მოასხით ზეითუნის ზეთი, კარგად რომ გახურდება, ტაფაზე ფრთხილად დააწყვეთ ქათმის ნაჭრები  და სწრაფად მოურიეთ. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ქათმის ნაჭრები უნდა დააწყოთ და წვენი ისევ ჯამში დატოვეთ რაც დარჩება. 

3-4 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ქათამი ცეცხლზე და პერიოდულად მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული. სურათზე მოცემულია, თუ როგორ უნდა დაჭრათ ბოსტნეული - სასურველია ბოსტნეული წვრილად არ დაჭრათ! გარდა რეცეპტში მოყვანილი ბოსტნეულისა, შეგიძლიათ თავისუფლად დაამატოთ სხვა ნებისმიერი ბოსტნეული, მაგალითად ბროკოლი, სიმინდის ნორჩი, პატარა ტაროები, ქორფა მწვანე ლობიო, პრასი, ა.შ. თუმცა გთავაზობთ იმ რეცეპტს, რაც ეხლახანს მოვამზადე და სურათზეც ამ რეცეპტის მიხედვით არის გაკეტებული ეს კერძი. 

ბოსტნეული და ქათამი ჩაშუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაამატეთ ჯამში დარჩენილი სითხე და კარგად მოურიეთ. 

ცალკე ქვაბში, მდუღარე წყალში ჩაყარეთ ბრინჯის ვერმიშელი. შეფუთვაზე მითითებული იქნება მომზადების წესი. როგორც წესი, ბრინჯის ვერმიშელის მოხარშვას 3-4 წუთზე მეტი არ ჭირდება. გადაწურეთ ვერმიშელი, მოასხით ცივი წყალი და ისევ კარგად გადაწურეთ. 

ქათამს და ბოსტნეულს, ისევ მაღალ ცეცხლზე, შეურიეთ ვერმიშელი და კარგად ამოურიეთ - ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 2 წუთი და კერძი მზად არის.

gemrieli.ge

0

ავტორი: