09:37:45     10-11-2016
პროკრედიტ ბანკის ადმინისტრაცია პირწმინდად გაამტყუნეს

„პროკრედიტ ბანკმა“ სასამართლო დავა წააგო. „ღმერთმა დაგლოცოს“ მიმართვის გამო გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, ანა მაჩიტაძემ ბანკს სასამართლო პროცესი მოუგო.
სასამართლომ, პროკრეტიდ ბანკს კონპენსაციის გადახდაც დააკისრა. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ისტორია ასეთია: ბანკის ადმნინისტრაციამ, ანი მაჩიტაძეს, 2014 წლის 29 აპრილს ხელშეკრულება შეუწყვიტა. მიზეზი მაჩიტაძის მიმართ გამოყენებული ფრაზა - „ღმერთმა დაგლოცოს“ იყო.
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა და ბანკი უკანონო გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა.
ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ კი, სასამართლომ პროკრედიტ ბანკის ადმინისტრაცია პირწმინდად გაამტყუნა.
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ წინააღმდეგ მოქალაქე ანა მაჩიტაძის პრეცედენტულ შრომით დავასთან დაკავშირებით, საქმეზე დამასრულებელი და ბანკის მიმართ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ქართულ სასამართლოებში, კლიენტების მიმართ „ღმერთმა დაგლოცოს“ მიმართვის გამო, ბანკიდან გათავისუფლებული თანამშრომლის გახმაურებული და ცნობილი საქმეზე, სამართალწარმოება დასრულდა",- ამის შესახებ ინფრომაციას "ახალგაზრდა ადვოკატები" ავრცელებს.
"აღნიშნულის
შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის შეტყობინებით გახდა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა ცნობილი დაუშვებლობის გამო.
სასამართლომ გადაწყვეტილება 2016 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით მიიღო. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
სასამართლოს გაადწყვეტილებით, 2014 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, ანა მაჩიტაძე ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ იძულებითი შრომის ანაზღაურებისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით, 37,232 ლარს მიიღებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი ბანკის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ანა მაჩიტაძე აღდგენილ იქნა ბანკის ვაკის სერვის-პუნქტში ფიზიკური პირების მრჩევლის ან სასამართლოს აღსრულების მომენტისთვის, ტოლფასს თანამდებობაზე.
მაშ ასე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ვერც პროკრედიტ ბანკი და ვერც სხვა საფინანსო ინსტიტუტი, თანამშრომელს, ფრაზის - „ღმერთმა დაგლოცოს“ გამოყენებისათვის სამსახურიდან ვერ გაათავისუფლებს.
პროკრედიტ ბანკის ადმინისტრაციამ, თავისი უგუნური, დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების გამო, პასუხი უკვე აგო. ანა მაჩიტაძემ პრეცედენტი შექმნა...
კიდევ რამდენიმე "ქეისის" შესახებ ხდება ცნობილი, სადაც კვლავ პროკრედიტ ბანკი ფიგურირებს, რომლის შესახებაც სტატიას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.
0