თბილისში, ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის მოძღვარი დააკავეს თბილისში, ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის მოძღვარი დააკავეს />


  23:20:18     07-11-2016

თბილისში, ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის მოძღვარი დააკავეს

a59100.jpg

რამდენიმე დღის წინ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რა დროსაც დააკავეს სასულიერო პირი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრემორფინი“ აღმოაჩნდა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს.
გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმებას ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უწყებაში საბოლოოდ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. საპატრიარქოში კი განმარტეს, რომ მსგავსი რამ არც კი სმენიათ.
“პატრიარქის პრესმდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა გვითხრა, რომ ეს ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო და, შესაბამისად, მისთვის უცნობია, გატარდება თუ არა საპატრიარქოს მხრიდან რაიმე ზომა სასულიერო პირის მიმართ”, – წერს “პრაიმტაიმი”.გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს აყვანილი სასულიერო პირი მარტყოფის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი მეგრელიშვილია. ირკვევა, რომ მას დაკავებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრემორფინი“ აღმოაჩნდა, მისი თანმხლები პირისგან კი „ბუპრემორფინთან“ ერთად „ჰეროინიც“ ამოიღეს.
“მეორე დაკავებული 36 წლის ოთარ სანოძეა, რომელიც წარსულშიც გახლავთ ნასამართლევი. როგორც გავარკვიეთ, საერო ცხოვრებაში მართლმსაჯულებასთან არაერთხელ ჰქონდა პრობლემები თავად გიორგი მეგრელიშვილსაც”, – ვკითხულობთ სტატიაში.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ სასულიერო პირს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა, განსხვავებით მისი თანმხლებისგან. ოთარ სანოძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების ოდენობიდან გამომდინარე, საკმაოდ მკაცრ სასჯელს – 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.
წყარო
0

ავტორი: