"საქართველოს წვლილი NATO-ის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია" "საქართველოს წვლილი NATO-ის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია" /> "/> " />


  13:27:31     07-11-2016

"საქართველოს წვლილი NATO-ის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია"

a59079.jpg

NATO-ის მისიის Noble Parter და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალის, გენერალ ჯონ ნიკოლსონის განცხადებით, აშშ აფასებს ქართველების თანადგომას ავღანეთის მისიებში. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ნიკოლსონმა ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისთვის და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტერიოტრიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა. 
 
"უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს ავღანეთის მისიაში მხარდაჭერისთვის. საქართველოს წვლილი NATO-ის არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდია. წლების განმავლობაში ამერიკელების გვერდით ქართველები ავღანეთში მსახურობენ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ წვლილს. აქვე გამოვთქვამთ მწუხარებას გარდაცვლილი ჯარისკაცების გამო და თანადგომას ვუცხადებთ დაჭრილ მეომრებს. ვაგრძელებთ რა ჩვენს მისიას ავღანეთში, ძალიან იმედის მომცემია, რომ შეგვიძლია გვქონდეს ქართველი პროფესიონალი, დისციპლინირებული და კომპეტენტური ჯარისკაცების იმედი. 
 
ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. როგორც ამერიკელი გენერალი, აღვნიშნავ, თუ რამდენად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას. ამის ნათელი დემონსტირება არის მაისში გამართული ერთობლივი სამხედრო წვრთნები - Noble Partner 2016, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები ჩამოვიდნენ საქართველოში და ქართველებთან ერთად გაიარეს წვრთნები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამგვარი წვრთნები შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს", - განაცხადა გენერალმა.
0

ავტორი: