16:10:10     04-11-2016
დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა
ტრანსგენდერი ქალის, ზიზის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
ტრანსგენდერი ქალს თავს 14 ოქტომბერს გვიან ღამით დაესხნენ. მას ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული.
შსს-მ მისი მკვლელობის მცდელობისთვის უკვე დააკავა ერთი პირი. დაკავებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული. გამოძიება 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
0