15:43:31     04-11-2016
უგემრიელესი მწვანე პამიდვრის სალათი

მასალა:
5 კგ მწვანე პამიდორი
2 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
1 კგ სტაფილო
2 კგ ხახვი
2-2 დიდი კონა ნიახური და ოხრახუში
1/2 კგ ნიორი
გემოვნებით – წითელი მწარე წიწიაკა და მარილი
პამიდორი დავჭრათ, მოვასხათ 3/2 ჩაის ჭიქა ძმარი და 10-15 წუთით გავაჩეროთ. შემდეგ გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და 3/2 ჩაის ჭიქა ზეთი დავასხათ. დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ხახვი, მწვანილი, ნიორი, წითელი მწარე წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ. ჩავდოთ ქილებში და გავასტერილოთ.
0