11:32:43     05-04-2011
„ალ–ქაედა“ ლიბიაში იარაღის საწყობებს ძარცვავს
სამხედრო კონფლიქტმა ლიბიაში „ალ–ქაედას“ ჩრდილოაფრიკულ განყოფილებას სამხედრო საწყობების ძარცვის საშუალება მისცა. ტელეკომპანია „ალ–ჯაზირას“ ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა საწყობებიდან გაიტაცეს ტყვიამფრქვევი „ერპეგე–7,“ კალაშნიკოვის ავტომატები და გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი.
ეს შეიარღება ლიბიის გავლით აფრიკის სხვა სახელმწიფოებში, კერძოდ, ჩადში, ნიგერიაში და მალიში გადიოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მატკ ტორნერის განცხადებით, ვაშინგტონი ასეთი ფაქტების აღკვეთას ცდილობს. ამ საკითხზე ლიბიელ ამბოხებულებთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 0