13:56:18     04-11-2016
ზვარეში მუშებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი ჯანმრთელობის დაზიანებად გადაკვალიფიცირდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ზვარეში მუშებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი ჯანმრთელობის დაზიანებად გადაკვალიფიცირდა, თავდაპირველად საქმე ცემის მუხლით იყო აღძრული.
"ამ საკითხზე დაკავებულია რამდენიმე პირი. ცემის მუხლით იყო მაგრამ შემდეგ მოხდა გადაკვალიფიცირება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით. იმის გამო, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უნდა განხორციელდეს, შეიძლება რაღაც შეიცვალოს. ამ ეტაპზე მთავარია, რომ კონკრეტული პირები არიან დაკავებული"- განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, ამ საქმეზე უკვე დაკავებულია სამი პირი.
ცნობისთვის, დღეს მშენებლობაზე დასაქმებულთა სოლიდარობის აქცია-მსვლელობა გაიმართება თბილისში. ზვარეში კი საოფლის მოსახლეობა და მუშები საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
3 ნოემბერს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე მუშა კომპანია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს წარმომადგენლებმა სცემეს. დაშავდა შვიდი ადამიანი.
0