ყველაზე პოპულარული ჯამბაზი გარდაიცვალა ყველაზე პოპულარული ჯამბაზი გარდაიცვალა />


  12:08:31     03-11-2016

ყველაზე პოპულარული ჯამბაზი გარდაიცვალა

a58969.jpg

2 ნოემბერს როსტოვში პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველაზე ცნობილი ჯამბაზი ოლეგ პოპოვი გარდაიცვალა.

87 წლის არტისტს, რომელიც როსტოვში გასტროლებზე იმყოფებოდა, უეცრად გული გაუჩერდა.

პოპოვს გერმანიაში დაკრძალავენ, სადაც ის 1991 წლიდან ცხოვრობდა.

ოლეგ პოპოვმა კლოუნის კარიერა 1951 წლიდან დაიწყო. სწორედ მან შექმნა მხიარული, კაშკაშა ჯამბაზის სახე.

"მხიარული ჰანსი" (ამ ფსევდონიმით გამოდიოდა იგი ევროპაში) გერმანიაში, კოლეგებთან უთანხმოებისა და მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების გამო გადაბარგდა. 0

ავტორი: