ალმა-ატის სასამართლომ რუსლან კულეკბაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ალმა-ატის სასამართლომ რუსლან კულეკბაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა />


  13:09:06     02-11-2016

ალმა-ატის სასამართლომ რუსლან კულეკბაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

a58923.jpg

ალმა-ატის სასამართლომ რუსლან კულეკბაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

კულეკბაევმა ივლისში ალმაატის პოლიციის თანამშრომლებს ქალაქის ცენტრში ცეცხლი გაუხსნა.

მას ბრალი ტერაქტის მოწყობაში, ორი ან მეი პირის მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობაში, იარაღის უკანონო ტარებაში, ავტომანქანის გატაცებასა და პირებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებოდა.

შემთხვევა ალმაატის ცენტრში 2016 წლის 18 ივლისს მოხდა. კულეკბაევის თავდასხმას ათი ადამიანი, აქედან 8 პოლიციელი ემსხვერპლა.
სასამართლოზე დაკავებულმა ბრალი აღიარა და განაცხადა რომ პოლიციელებს სამაგიერო მისი "მუსლიმი ძმების" შევიწროებისთვის გადაუხადა.

ცნობისთვის, 2003 წლიდან ყაზახეთში მოქმედებს პრეზიდენტის უვადო ბრძანება სიკვდილით დასჯის აღსრულების აკრძალვის შესახებ. თუმცა ეს სასამართლოს განაჩენის გამოტანას არ უკრძალავს. 0

ავტორი: